ქართული ოცნება მეორე ტურის წინ ზოგიერთ კანდიდატთან ინდივიდუალურ გარიგებას ცდილობს. პარტიის სამიზნე ის კანდიდატები არიან, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას არ წარმოადგენენ. ერთ-ერთია კოტე შარაშენიძე, რომელიც ოზურგეთში დამოუკიდებლად იყრის კენჭს და მეორე ტურში არჩილ თალაკვაძის ძმას უპირისპირდება. შარაშენიძე ქართული ოცნებიდან 2017 წელს წავიდა. ახლა დამოუკიდებელ კანდიდატს მმართველი გუნდი გარიგებას სთავაზობს.
"ოცნება" ზოგ კანდიდატთან გარიგებას ცდილობს
19 ოქტ 202120:13
3 წუთის საკითხავი